ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

23:28, 01.01.2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების  დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი