ვერნერ ლიპახი - შავ ზღვაში საჭიროა ღრმაწყლოვანი პორტი და ანაკლია არის გამოსავალი
ვერნერ ლიპახი - შავ ზღვაში საჭიროა ღრმაწყლოვანი პორტი და ანაკლია არის გამოსავალი

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაში, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველას შესაძლებლობაა, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ვერნერ ლიპახმა განაცხადა.

„შავ ზღვაში საჭიროა ღრმაწყლოვანი პორტი და ანაკლია არის გამოსავალი. ვიცი, რომ გამოწვევები აქვს ანაკლიის პროექტს და მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, ნორმალური პროცესები წარიმართოს. ეს არის დიდი პროექტი და ძლიერ სპონსორს საჭიროებს, მაღალი კლასის სპონსორს, გამოცდილებით. ასევე თქვენ გჭირდებათ იპოვოთ სწორი ბალანსი რისკებს შორის, რომელსაც იღებს კერძო და სამთავრობო სექტორი ერთად“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, ეს არის დისკუსია, რომელზეც საჭიროა შეთანხმება.

„ასევე საჭიროა სწორი სატრანსპორტო პროგნოზი, რაც სწორი ანალიზის შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა ვერნერ ლიპახმა.