ვერის ბაღში, სადაც ლევან ვასაძის თანამოაზრეები არიან შეკრებილი, საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებია მობილიზებული
ვერის ბაღში, სადაც ლევან ვასაძის თანამოაზრეები არიან შეკრებილი, საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებია მობილიზებული

ვერის ბაღში საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება ხდება. როგორც თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოადგილემ ვაჟა სირაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საპატრულო პოლიცია მობილიზებულია უსაფრთხოების დასაცავად და ბაღში არავის დაკავება არ იგეგმება.

ვერის ბაღში პოლიციის გამოჩენას ლევან ვასაძის თანამოაზრეების გაღიზიანება მოჰყვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას და სწორედ აქედან გამომდინარე არის პოლიცია ვერის ბაღში და არა მარტო ვერის ბაღში, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ლოკაციებზეც. თუ ვინმე დაარღვევს წესრიგს რა თქმა უნდა, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ვერის ბაღში ლევან ვასაძის თანამოაზრეები შეკრებიელბი არიან. როგორც ისინი აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ „თბილისი პრაიდის“ ღონისძება გაიმართება, ისინი ჩაშლას შეეცდებიან.