ბრემენის „ვერდერმა“, რომელმაც ბუნდესლიგის დასრულებულ სეზონში მე-16 ადგილი დაიკავა, ქვედა ლიგის მესამეადგილოსან „ჰაიდენჰაიმთან“ სტუმრად 2:2 ითამაშა და 2020/21 წლების სეზონში კვლავ უმაღლეს დივიზიონში იქნება.
პირველი მატჩი, რომელიც ბრემენში შედგა, უგოლოდ დასრულდა და განმეორებით შეხვედრაში მიღწეულმა შედეგიანმა ფრემ ვერდერს ორი მატჩის ჯამში გამარჯვება მოუტანა.
ანგარიში მესამე წუთხე გაიხსნა, როდესაც მასპინძელთა ნახევარმცველმა ნორმან ტოიერკაუფმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ჰაიდენჰაიმმა ანგარიში 85-ე წუთე გაათანაბრა, თუმცა 94-ზე ბრემენელებმა მეორე გოლიც გაიტანეს. საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე მასპინძლებმა კვლავ შეძლეს გათანაბრება, თუმცა ამას არაფერი შეუცვლია და „ვერდერი“ მომავალ სეზონში ბუნდესლიგაში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ პირველ ბუნდესლიგაში თამაშის უფლება პირდაპირი გზით მოიპოვეს ბილეფელდის „არმინიამ“ და „შტუტგარტმა“, ხოლო ქვედა დივიზიონში დიუსელდორფის „ფორტუნა“ და „პადერბორნი“ დაქვეითდნენ.