ვერცხლი და ბრინჯაო თბილისის გრან-პრიზე | ძიუდო [ვიდეო]
ვერცხლი და ბრინჯაო თბილისის გრან-პრიზე | ძიუდო [ვიდეო]

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში 20 წლის ქართველმა ძიუდოსტმა გიორგი თუთაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ის ისრაელის წარმომადგენელ ტაი ფლიკერს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.


ამავე წონაში მეორე ქართველი – ბაგრატ ნინიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია. მან ულამაზესი გდებით, სუფთა გამარჯვებით აზებაიჯანელი ისმაელ იბრაჰიმოვი დაამარცხა.


შეგახსენებთ რომ დღეს 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა,  ხოლო ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაო აიღო.

ასპარეზობა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმართება.