ვერაზე განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალი წარუდგინეს
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულს, გიორგი ადუაშვილს ბრალი წარუდგინეს.
მას ბრალი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში გამომძიებელმა ოფიციალურად წარუდგინა.
გამოძიება ორი მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება.
ბრალდებულის ადვოკატის, ზაზა მესხის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ ორი პირი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 1989 წელს დაბადებული გიორგი ადუაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1986 წელს დაბადებული კონსტანტინე ჯორბენაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.