ვენის აეროპორტში კორონავირუსზე ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი
ვენის აეროპორტში კორონავირუსზე ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი

ვენის აეროპორტში კორონავირუსზე ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი.

როგორც „როიტერსი“ იუწყება, ამ გზით ავსტრია შეეცდება, ქვეყანაში ჩასული მგზავრების 14-დღიანი კარანტინი თავიდან აიცილოს.

მთავრობის განკარგულებით, ყველა მგზავრს, ვინც ავსტრიაში ჩავა, კორონავირუსის ტესტის შედეგის წარდგენა მოუწევს, რომელიც მაქსიმუმ ოთხი დღის წინ არის გაკეთებული. წინააღმდეგ შემთხვევში, მგზავრებს 14 დღით კარანტინში გადაიყვანენ.

აეროპორტში განმარტეს, რომ უკვე ხვალიდან მგზავრებს „პისიარ“ტესტების ადგილზე გაკეთება შეეძლებათ, ხოლო პასუხი 2-3 საათში იქნება ცნობილი.

ტესტის გაკეთება 190 ევრო ეღირება და მისი ჩატარება ვენიდან უცხო ქვეყნებში გამგზავრების მსურველებსაც შეეძლებათ.

ამჟამად ვენის აეროპორტიდან სრულდება რეგულარული რეისები დოჰას, დორტმუნდის, დიუსელდორფის, ფრანკფურტის, ჰამბურგის, ლისაბონის, მინსკის და სოფიას მიმართულებით.

ასევე ხორციელდება ჩარტერული და ბიზნეს ფრენები.