ვენგერის ვარიანტები - „მონაკო", „ევერტონი" ან რომელიმე ნაკრები
ვენგერის ვარიანტები - „მონაკო", „ევერტონი" ან რომელიმე ნაკრები

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ​ამ სეზონის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის დასრულებას არ აპირებს, – ამის შესახებ გაზეთი The Telegraph წერს. გამოცემის ცნობით, 68 წლის ფრანგმა სპეციალისტმა, შესაძლოა, “მონაკო” ან “ევერტონი” ჩაიბაროს.

გარდა ამისა, ვენგერს აინტერესებს სანაკრებო დონეზე მუშაობა და მზად არის, რომელიმე ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. აღნიშნავენ, რომ 2016 წლის ზაფხულში ის ყურადღებით აკვირდებოდა სიტუაციას ინგლისის ნაკრებში, როცა ეს გუნდი როი ჰოჯსონმა დატოვა.

ასევე არ გამორიცხავენ, რომ ვენგერმა ​კარიერა მაინც დაასრულოს. ამ შემთხვევაში, მათ “პარი სენ-ჟერმენი” გენერალური მენეჯერის თანამდებობას სთავაზობს.

პარასკევს, ვენგერმა განაცხადა, რომ წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, „არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.