ვენესუელისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით კოლუმბიაში ჩაიტანეს
ვენესუელისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით კოლუმბიაში ჩაიტანეს

ვენესუელისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით კოლუმბიაში ჩაიტანეს. ავიალენერები ვენესუელას საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ კუკუტაში დაეშვნენ. ვაშინგტონმა ვენესუელაში დახმარება ოპოზიციონერისა და ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს თხოვნით გააგზავნა.
როგორც გუაიდო ამტკიცებს, ჰუმანიტარულ დახმარებას კოლუმბიიდან ვენესუელაში 600 000-ზე მეტი მოხალისე 23 თებერვალს ჩაიტანს.

როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მარკ გრინმა განაცხადა, ჰუმანიტარული ტვირთი განკუთვნილია იმ სამი მილიონი ვენესუელელისთვის, რომელიც მოქმედი რეჟიმის ქმედებების გამო, შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა.

ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო კი ამტკიცებს, რომ ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა აშშ-ის ინტერვენციის ტოლფასია. თავად დახმარების გაგზავნის პროცესს კი მადურომ აშშ-ის ხელმძღვანელობით დადგმული შოუ უწოდა.