ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი - ჩვენ აღარასდროს ვიქნებით მონები, აღარასდროს ვიქნებით არცერთი იმპერიის კოლონია
ჩვენ აღარასდროს ვიქნებით მონები, ჩვენ აღარასდროს ვიქნებით არცერთი იმპერიის კოლონია, – ამის შესახებ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვენესუელა მზად არის, საკუთარი მოვალეობა შეასრულოს – დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ის ბუნებრივი რესურსები, რომლებიც ეროვნული განვითარებისთვის აუცილებელია.
„ეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში საშინელ ლაქად დარჩება. ამ ოპერაციის დროს პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და პირველი ლედი, პირველი მებრძოლი სილია ფლორესი ტყვედ ჩავარდნენ. ჩვენ მოვითხოვთ ვენესუელის ერთადერთი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის, სილია ფლორესის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მემკვიდრეობით გვაქვს წმინდა მოვალეობა, დავიცვათ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც თავს დაესხნენ. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ვენესუელა, ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ბუნებრივი რესურსები, რომლებიც ეროვნული განვითარებისთვისაა საჭირო. ექსტრემისტები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის, ისტორიისა და სამართლიანობის წინააღმდეგ ეს შეიარაღებული აგრესია წაახალისეს, პასუხს აგებენ. ჩვენ აღარასდროს ვიქნებით მონები, ჩვენ აღარასდროს ვიქნებით არცერთი იმპერიის კოლონია“, – აცხადებს დელსი როდრიგესი.