ვენესუელის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ქრისტიან ზერპა აშშ-ში გაიქცა
ვენესუელის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ქრისტიან ზერპა აშშ-ში გაიქცა

ვენესუელის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ქრისტიან ზერპა აშშ-ში გაიქცა. BBC-ის ინფორმაციით, მოსამართლემ ამ გზით ნიკოლას მადუროს მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევა გააპროტესტა.

ქრისტიან ზერპამ პრეზიდენტი მადურო ვენესუელის უზენაესი სასამართლოს საქმეების სისტემატურ მანიპულირებაში დაადანაშაულა. მოსამართლემ ვენესუელის უზენაესი სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატად მოიხსენია.

ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია 10 იანვარსაა დაგეგმილი. პრეზიდენტობის პარალელურად, მადუროს სოციალისტურმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში მარცხი განიცადა. მადურომ ოპოზიციის კონტროლირებული პარლამენტის სპიკერს აშშ-ის აგენტი უწოდა.