ვენესუელის შეიარაღებული ძალები სტრატეგიული ობიექტის დასაცავად წვრთნას გამართავენ
ვენესუელის შეიარაღებული ძალები სტრატეგიული ობიექტის დასაცავად სამხედრო წვრთნას გამართავენ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმერ პადრინო ლოპესმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ნიკოლას მადურომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში „ელექტრომომარაგების სისტემების მიმართ აგრესიის“ გამო მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 13 მარტს ვენესუელის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
ვენესუელის დედაქალაქი კარაკასი და შტატების უმრავლესობა ელექტროენერგიის გარეშე 7 მარტს დარჩა. ნიკოლას მადურო ენერგოკრიზისში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს თქმით, აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა ხელოსნებმა ტრანსფორმატორების შეკეთება ვერ შეძლეს. ხუან გუაიდოს ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვიდან დღემდე საავადმყოფოებში თირკმლის უკმარისობით 20 პაციენტი გარდაიცვალა. მადუროს მთავრობა ამ ცნობებს უარყოფს.