ვენესუელის საპარლამენტო არჩევნებში პროსამთავრობო კანდიდატები იმარჯვებენ
ვენესუელის საპარლამენტო არჩევნებში პროსამთავრობო კანდიდატები იმარჯვებენ

ვენესუელის საპარლამენტო არჩევნებში პროსამთავრობო კანდიდატები იმარჯვებენ. ქვეყნის საარჩევნო კომისიის თქმით, ხმების 67,6% ნიკოლას მადუროს მომხრე კანდიდატებმა მიიღეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საარჩევნო კომისიის პრეზიდენტის, ინდირა ალფონსოს თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 31%-მა მიიღო. კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციის ბოიკოტის პარალელურად ჩატარდა.

ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა. მისი თქმით, არალეგიტიმური მადუროს მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებას არ ასახავს.

ქვეყნის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, როგორც ლეგიტიმური დროებით პრეზიდენტი აღიარა, მათ შორისაა აშშ.