ვენესუელის პრეზიდენტი - ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს
ვენესუელის პრეზიდენტი - ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ მომდევნო წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანსპრესი“ წერს.

განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მანამდე ოპოზიციურმა პარტიებმა მუნიციპალურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

„თუ მათ არჩევნებში მონაწილეობა არ სურთ, რას აკეთებენ საერთოდ? სხვა რა ალტერნატივა აქვთ?“, – აცხადებს ვენესუელის მთავრობის მეთაური.

მანამდე ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში ის მათგან მხარდაჭერის მოთხოვნას აპირებდა აშშ-ის სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით.

დატოვე კომენტარი