ვენესუელის პარლამენტმა ნიკოლას მადურო უზურპატორად გამოაცხადა
ვენესუელის პარლამენტმა ნიკოლას მადურო უზურპატორად გამოაცხადა

ვენესუელის პარლამენტმა ნიკოლას მადურო უზურპატორად გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ყველა ქმედებას უკანონოდ აცხადებს.

საკანონმდებლო ორგანომ ასევე მოუწოდა 46 ქვეყნის წარმომადგენელს, გაყინოს მადუროს ფინანსური ანგარიშები. მათ შორის არის აშშ, ევროკავშირი, თურქეთი, კანადა, არგენტინა, ჩილე და ბრაზილია.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადურომ პრეზიდენტის პოსტი მეორე ვადით 10 იანვარს დაიკავა. აშშ-ი და ევროკავშირი მადუროს მეორე ვადით არჩევას არალეგიტიმურს უწოდებს. ოპოზიცია მოუწოდებს პრეზიდენტს, ქვეყნის მართვა პარლამენტის თავმჯდომარეს გადააბაროს.