ვენესუელის ოპოზიციის წევრები ქვეყნის შეირაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდნენ

07:47, 31.01.2019

ვენესუელის ოპოზიციის წევრები ქვეყნის შეირაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავი ქვეყნის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა, ამბობს, რომ შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა აუცილებელია.

„ხელისუფლების გადაცემა მოითხოვს სამხედრო კონტინგენტის მხარდაჭერას. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებთან საიდუმლო შეხვედრა გვქონდა”, – განაცხადა გუაიდომ „ნიუ-იორკ თაიმსთან” ინტერვიუში.

მსგავსი