ვენესუელის ლიდერი ოპოზიციას დიალოგს სთავაზობს
ვენესუელის ლიდერი ოპოზიციას დიალოგს სთავაზობს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ოპოზიციას დიალოგს სთავაზობს. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე, ოპოზიციის მოთხოვნაა, პრეზიდენტისგან, რომელსაც ისინი არალეგიტიმურ მმართველად მოიაზრებენ, მიიღონ გარანტია, რომ 2018 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდება.

ოპოზიცია, რომელიც ვენესუელის პარლამენტში უმრავლესობას 2015 წლის დეკემბრიდან წარმოადგენს, მადუროს ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს. საპროტესტო აქციები კარაკასში 2017 წლის აპრილში დაიწყო. სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, რასაც საერთო ჯამში 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3000-ზე მეტი დაკავებულია.

ნიკოლას მადუროს საკუთარი ხალხის დატერორებასა და ხოცვაში ბრალი დასდო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ინტერვენციით დაემუქრა.