ვენესუელას ხელისუფლებამ ხუან გუაიდოს 15 წლის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუკრძალა
ვენესუელას ხელისუფლებამ ხუან გუაიდოს 15 წლის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუკრძალა

ვენესუელას ხელისუფლებამ პარლამენტის სპიკერს და ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს 15 წლის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

ქვეყნის გენერალური საკონტროლო სამმართველოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს განცხადებით, გადაწყვეტილება გუაიდოს ფინანსურ დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე მიიღეს.

თავად გუადო ამბობს, რომ გენერალური საკონტროლო სამმართველო და მისი ხელმძღვანელის თანამდებობა არ არსებობს და ერთადერთი ძალაუფლება კანონიერად არჩეულ ეროვნულ ასამბლეას აქვს.

ხუან გუაიდოს ქონების შესახებ გენერალურმა საკონტროლო სამმართველომ დეკლარაციის შემოწმება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გუაიდოს მიმართ შეზღუდვების დაწესებას სასაცილო უწოდეს.

ხუან გუაიდომ 22 იანვარს თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.