ვენესუელის ხელისუფლება აშშ-ისგან ვაშინგტონში მდებარე საელჩოს დაცვას მოითხოვს
ვენესუელის ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატებისგან ვაშინგტონში მდებარე ვენესუელის საელჩოს დაცვას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ვენესუელელმა დიპლომატებმა შენობა გასულ კვირაში სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე დატოვეს, რის შემდეგაც ტერიტორიაზე, საელჩოს დაცვის მოტივით, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტები შევიდნენ. ისინი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ.
ცოტა ხნის წინ კი საელჩოსთან ოპოზიციური ძალების მხარდამჭერებიც გამოჩნდნენ, რომლებიც შენობაში შესვლას შეეცადნენ.
გავრცელებული ცნობით, პოლიციამ სამი პირი დააკავა. ორი მათგანი აქტივისტების, ერთი კი ოპოზიციური მხარის წარმომადგენელია.