ვენესუელის ჯარმა კოლუმბიის საზღვართან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ვენესუელის ჯარმა კოლუმბიის საზღვართან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ვენესუელის ჯარმა კოლუმბიის საზღვართან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებები სამხედროებსა და აქციის მონაწილეებს შორის სასაზღვრო ქალაქ ურენაში მოხდა.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა კოლუმბიაში გადასასვლელად საზღვრის გარღვევა სცადეს, რომელიც ნიკოლას მადუროს განკარგულებით სამხედროებს აქვთ ჩაკეტილი.

22 თებერვალს ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო კოლუმბიაში გადავიდა, სადაც ვენესუელის მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო იმის მიუხედავად, რომ უზენაესმა სასამართლომ მას ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდს ბრენსონის ინიციატივით გამართული კონცერტით შეგროვებული თანხით ხუან გუაიდოს მხარდამჭერები ვენესუელაში სამედიცინო და სასურსათო დახმარების შეტანას გეგმავენ.

კოლუმბიასა და ვენესუელას შორის საზღვარი ნიკოლას მადუროს განკარგულებით უკვე რამდენიმე კვირაა ჩაკეტილია.