ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში პატიმრობიდან 626 მსჯავრდებული გაათავისუფლა
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში პატიმრობიდან 626 მსჯავრდებული გაათავისუფლა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში პატიმრობიდან 626 მსჯავრდებული გაათავისუფლა.

მისივე თქმით, პატიმრების გათავისუფლება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, „ფორო პენალმა“ დაადასტურა, რომ 8 იანვრიდან ვენესუელაში, სულ მცირე ,154 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს.

როდრიგესმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ვოლკერ თურქს დაუკავშირდება და სთხოვს, გათავისუფლებულთა სიები გადაამოწმოს.

ცნობისთვის, დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად 6 იანვარს გახდა. ვენესუელiს ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 2 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის შედეგად კარაკასში მეუღლესთან ერთად დააკავეს და აშშ-ში გადაიყვანეს.