ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, გარდაცვლილთა შორის რვა არასრულწლოვანია.

ასევე დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათგან ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც 500-ზე მეტი ახალგაზრდა ღამის კლუბში სასწავლო წლის დასრულებას ზეიმობდა.

აფეთქებამ კლუბში პანიკა და ჭყლეტა გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია შვიდი ადამიანი, მათგანი ორი არასრულწლოვანია.

პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ხელყუმბარა თანატოლებთან მომხდარი ჩხუბის დროს ააფეთქა. დაკავებულია ასევე კლუბის მეპატრონე.