ვენესუელელი ოპოზიციონერი ლეოპოლდო ლოპესი ოჯახთან ერთად კარაკასში, ჩილეს საელჩოში იმყოფება
ვენესუელელი ოპოზიციონერი ლეოპოლდო ლოპესი ოჯახთან ერთად კარაკასში, ჩილეს საელჩოში იმყოფება

ვენესუელელი ოპოზიციონერი ლეოპოლდო ლოპესი კარაკასში, ჩილეს საელჩოში იმყოფება. ამის შესახებ ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

რობერტო ამპუეროს განმარტებით, დიპლომატიურმა უწყებამ ჯერ ოპოზიციონერის მეუღლე და შვილი მიიღო. ცოტა ხანში კი, მათ ლეოპოლდო ლოპესი შეუერთდა.

ნიკოლას მადუროს მთავარი ოპონენტი, ლეოპოლდო ლოპესი შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა დღეს ხუან გუაიდოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გამოჩნდა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი შინა პატიმრობიდან გამოიქცა.

ჩილეს საელჩოში მისვლამდე ლეოპოლდო ლოპესი ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზეც მივიდა და მხარდამჭერებს შეხვდა.