ვენესუელელი ინტერნეტმომხმარებლები საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან
ვენესუელელი ინტერნეტმომხმარებლები საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებასთან ვენესუელელები კომენტარებს წერენ და საქართველოს მთავრობას ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარებისთვის მადლობას უხდიან.

კაილი რიზი: „დიდი მადლობა, ვენესუელიდან“.

ანტონიო სმიტ ბრავო: „ვენესუელელი ხალხის სახელით დიდ მადლობა გიხდით! ჩვენი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება საქართველოს სუვერენიტეტის აღიარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე და მათი საელჩოების ჩვენი ტერიტორიიდან გაძევება“.

ვილ ალკანტარა: „მადლობა, საქართველოს ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მოსაპოვებლად ბრძოლაში. ჩვენ ამას არ დაგივიწყებთ“.

რაფაელ ფროზენი: „ბრძნული გადაწყვეტილება! სიყვარულით საქართველოს ესპანეთში მცხოვრები ბრაზილიელისგან, რომელსაც ბევრი ვენესუელელი მეგობარი ჰყავს. ახლა კიდევ უფრო მეტად მომინდა თქვენთან ჩამოსვლა, თქვენი ქვეყნის გაცნობა და იქნებ ცოცხლად მოვისმინო, თუ როგორ მღერიან „წაიყვანეს თამარ ქალი“. ლამაზი სიმღერაა.“

კარლოს კიხადა-სილვა: „მადლობა!!! ჩვენ არ დავივიწყებთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს“.

პერდო იეპესი: „ მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენაში. საქართველოს ხალხმა კარგად იცის, თუ რას ნიშნავს კომუნისტური დიქტატორული რეჟიმის ქვეშ ყოფნა. მე ვიყავი საბჭოთა კავშირისგან თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლის თვითმხილველი. მამაცი ხალხი ხართ!“

ხარვი: „ჩვენ მხარს დაგიჭერთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში. ათასი მადლობა“.