ვენესუელაში სამხედროებსა და არალეგალ მაღაროელებს შორის შეტაკებისას 18 ადამიანი დაიღუპა
ვენესუელაში სამხედროებსა და არალეგალ მაღაროელებს შორის შეტაკებისას 18 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელის სამხრეთ ნაწილში სამხედროებსა და არალეგალ მაღაროელებს შორის შეტაკებისას 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი აქვეყნებს.

როგორც ბოლივარის შტატის გუბერნატორმა განაცხადა, სამხედრო დანაყოფმა თავდასხმა მოიგერია. ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეტაკება გაიანას საზღვართან მდებარე იმ რაიონში მოხდა, სადაც ოქროსა და ალმასს მოიპოვებენ. მიმდინარე წელს პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აღნიშნული ტერიტორია სტრატეგიული პრიორიტეტის ზონად გამოაცხადა და ასობით არალეგალ მაღაროელს ომი გამოუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაღუპულთა შორის 17 მამაკაცი და ერთი ქალია.