ვენესუელაში ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები განახლდა
ვენესუელაში ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები განახლდა

ვენესუელაში ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები განახლდა.

როგორც ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში წერს, ოპოზიცია განაგრძობს გამოსვლებს და ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

აქციებს უკვე მოჰყვა შეტაკებები პოლიციასთან. ოპოზიციის აქტივისტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, რასაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზით უპასუხეს.

პარალელურად ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მომხრეებიც მართავენ დემონსტრაციას. ნიკოლას მადუროს თქმით, მთავრობამ სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა.

სატელევიზიო გამოსვლაში მადურომ, ვენესუელას წინააღმდეგ შეთქმულებაში აშშ-ი დაადანაშაულა და ოპოზიციის მხარდამჭერებს დასჯით დაემუქრა.