ვენესუელაში მრავალათასიანი დემონსტრაცია და მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება
ვენესუელაში მრავალათასიანი დემონსტრაცია და მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება

ვენესუელაში შეტაკების დროს ერთი პოლკოვნიკი დაიჭრა. ამის შესახებ „სიენენი“ ვენესუელას თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ვლადიმირ პადრინოს თქმით, ინციდენტში პასუხისმგებლები აქციის ორგანიზატორები არიან.

ვენესეულაში მრავალათასიანი დემონსტრაცია გრძელდება. დედაქალაქ კარაკასში ცალკეულ ადგილებში მხარეებს შორის დაპირისპირებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ისმის სროლის ხმას. დაშავებულებზე სხვა ცნობა ჯერ არ ვრცელდება.

როიტერსის“ მიერ გავრცელებული ცნობით, ქვეყნის ეროვნული არმიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი ხუან გუაიდოს მხარდამჭერ დემონსტრაციას შეუერთდა.

ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის ფინალურ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა და არმიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.