ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა.
როდრიგესის თქმით, დაშავებულია 2,980 ადამიანი.
„სიცოცხლის გადასარჩენად თვალიც კი არ მოგვიხუჭავს. ჩვენ ათობით სიცოცხლე გადავარჩინეთ“, – განაცხადა დელსი როდრიგესმა.
შეგახსენებთ, ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.