ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 300-მდე გაიზარდა, ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 300-მდე გაიზარდა.
აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიით დაზარალებულთა რიცხვი ამჟამად 12 841 ადამიანს შეადგენს.
„რაც შეეხება გუშინ გადარჩენილებს, შეგვიძლია, განვაცხადოთ ერთი გოგონას გადარჩენის შესახებაც, რითაც სამაშველო ოპერაციების შედეგად გადარჩენილთა საერთო რაოდენობამ 6 461 ადამიანს მიაღწია. ამ ოპერაციებში დღემდე 4 000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო მაშველი მონაწილეობს“, – აღნიშნა ხორხე როდრიგესმა.
ამასთან, ვენესუელას პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ცნობისთვის, გასულ კვირას ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის ორი ძლიერი მიწისძვრა თითქმის ერთწუთიანი ინტერვალით დაფიქსირდა. სტიქიამ ათასობით შენობა დაანგრია და მოსახლეობა ნანგრევებში მოიყოლა.