ვენესუელაში მიწისძვის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 333 მიაღწია, 16 740 დაშავდა

22:55, 11.07.2026

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 333 მიაღწია, 16 740 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვენესეულას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ხორხე როდრიგესი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, დაღუპულთაგან 315 ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული.

ამასთან, როდრიგესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის საცხოვრებლის განაწილება მომავალ კვირაში დაიწყება.

მედიის ცნობით, ვენესუელას 17 000 მაცხოვრებელი უსახლკაროდ არის დარჩენილი.

ცნობისთვის, ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის ორი ძლიერი მიწისძვრა 24 ივნისს მოხდა. გაერო-ს მიგრაციის სააგენტოს განცხადებით, სტიქიამ, შესაძლოა, 6.8 მილიონამდე ადამიანზე მოახდინოს გავლენა.

მსგავსი