ვენესუელაში მიგრაციულ პოლიციას ქმნიან
ვენესუელაში მიგრაციულ პოლიციას ქმნიან

ვენესუელაში მიგრაციულ პოლიციას ქმნიან. ამის შესახებ ლათინური ამერიკის სახელმწიფოს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.

ქვეყნის საზღვრებზე კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, ახალი მიგრაციული პოლიტიკა ვითარებას გააკონტროლებს. ისინი სულ 72 ლოკაციაზე, კერძოდ, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, პორტებსა და აეროპორტებში განლაგდებიან.

ლათინური ამერიკის ქვეყანას რთული პირობების გამო ათობით ათასი პირი ტოვებს. ქვეყანაში ჰიპერინფლაციის შედეგად გამოწვეული საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტის გამო ადგილობრივებს ცხოვრების გაგრძელება მეზობელ ქვეყნებში უწევთ.

საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტთან ერთად ვენესუელას გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

ცოტა ხნის წინ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ქვეყანაში არსებული ვითარება ტოტალურ გაქცევად შეაფასა.

გაერო-ს მონაცემებით, 2015 წლის შემდეგ ლათინური ამერიკის ქვეყანა 1,9 მილიონმა ვენესუელელმა დატოვა.