ვენესუელაში ხუან გუაიდოს მხარდამჭერთა აქციაზე საქართველოს დროშა გამოჩნდა [ვიდეო]

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მოწინააღმდეგეთა მრავალათასიან აქციაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე საქართველოს დროშა აჩვენეს. კარაკასში აქციის მონაწილეებს ის ქვეყნები წარუდგინეს, რომლებიც ვენესუელის დროებით პრეზიდენტ ხუან გუაიდოს უჭერენ მხარს.

საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს.