ვენესუელაში ხუან გუაიდოს მხარდამჭერ დემონსტრაციაზე მძიმე სამხედრო ტექნიკა შეიჭრა [ვიდეო]

ვენესუელაში ხუან გუაიდოს მხარდამჭერ დემონსტრაციაზე მძიმე სამხედრო ტექნიკა შეიჭრა. დასავლურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციის ტერიტორიაზე შესულ მძიმე სამხედრო ტექნიკას დემონსტრანტები სხვადასხვა ნივთებს ესვრიან.

ვენესუელაში დაპირისპირებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა.

ვიდეომიმართვის გავრცელების შემდეგ კარაკასის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, რის შემდეგაც მხარეებს შორის დაპირისპირებები დაიწყო. არეულობა ქალაქში ამ დრომდე გრძელდება.