ვენესუელაში დღეს პრეზიდენტს აირჩევენ
ვენესუელაში დღეს პრეზიდენტს აირჩევენ

ვენესუელაში დღეს პრეზიდენტს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე სულ ოთხი კანდიდატი იყრის კენჭს.

გამოკითხვების თანახმად, მოქალაქეების უმეტესობა მოქმედ ლიდერ ნიკოლას მადუროს უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა უგო ჩავესის ყოფილი თანამებრძოლი ანრი ფალკონია. მის კანდიდატურას მხარს ელექტორატის 26% უჭერს.

კენჭისყრის წინ ვენესუელის მთავრობამ არჩევნების ჩაშლის მცდელობაში აშშ-ი დაადანაშაულა. კარაკასში აცხადებენ, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება ვენესუელელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები დააწესოს, სამართლებრივ ნორმებს არ ეფუძნება და “სისტემატური აგრესიის” გაგრძელებას წარმოადგენს.

მანამდე აშშ-მა რამდენიმე ვენესუელელი მაღალჩინოსანი ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. სანქციები დაუწესეს გავლენიან პოლიტიკოს დიოსდადო კაბელოს.

აშშ, ევროკავშირი და ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილი ვენესუელაში დღეს დაგეგმილ არჩევნებს არ აღიარებს, კენჭისყრის ბოიკოტი გადაწყვიტა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამაც.

არჩევნებში ნიკოლას მადუროს ორ მთავარ კონკურენტს მონაწილეობა აკრძალული აქვს.