ვენესუელაში ციხეში არეულობას 29 პატიმარი ემსხვერპლა, დაშავებულია 19 პოლიციელი
ვენესუელაში ციხეში არეულობას 29 პატიმარი ემსხვერპლა, დაშავებულია 19 პოლიციელი

ვენესუელაში ციხეში არეულობას 29 პატიმარი ემსხვერპლა, დაშავებულია 19 პოლიციელი.

შემთხვევა პოლიციის განყოფილებაში არსებულ საპატიმროში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, მსჯავრდებულთა ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. თუმცა ადგილობრივი უფლებადამცველები იუწყებიან, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა რამდენიმე საკანში ჩხრეკა დაიწყეს. ამასთან ერთად მათ ქალ სტუმრებს ტერიტორია დაატოვებინეს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, აღნიშნული ციხე 250 პატიმრისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ამჟამად საპატიმროში 540 მსჯავრდებული იმყოფებოდა.

ვენესუელაში, ციხეებში არეულობები საკმაოდ ხშირად ხდება. ყველაზე მასშტაბური შეტაკება ბოლოს 2017 წელს მოხდა. მაშინ არეულობის დროს 37 ადამიანი დაიღუპა.