ვენესუელაში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

00:31, 25.01.2019

ვენესუელაში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.

პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში საპროტესტო აქციების ფონზე გამწვავდა. მას შემდეგ, რაც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არალეგიტიმურად ცნო და საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაასახელა.

შეიარაღებული ძალები აქციის მონაწილეების დარბევას ცრემლსადენი აირის საშუალებით ცდილობენ.

ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით მმართველად პირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა. მას მხარდაჭერა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ გამოუცხადა, მათ შორის საქართველომ.

მსგავსი