ვენესუელაში აცხადებენ, რომ ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 188-მდე გაიზარდა
ვენესუელაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 188-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისათვის ცნობილი 1 520 დაშავებულის შესახებ. მისივე თქმით, 200-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.
როდრიგესმა ასევე აღნიშნა, რომ სტიქიურმა უბედურებამ, სულ მცირე, 3 000 სახლი გაანადგურა.
ამასთან, ვენესუელელებისთვის შეიქმნა ვებგვერდი, სადაც მიწისძვრების შემდეგ დაკარგული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა შესაძლებელი. ამჟამად 40 000-მდე ადამიანია დაკარგულად ითვლება.
ცნობისთვის, ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.