ვენესუელაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი და უცხოელი პატიმრების მნიშვნელოვანი ნაწილი უახლოეს საათებში გათავისუფლდება 

22:02, 08.01.2026

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ხორხე როდრიგესი აცხადებს, რომ ქვეყანაში უცხოელი და ვენესუელელი პატიმრების მნიშვნელოვანი ნაწილი უახლოეს საათებში გათავისუფლდება.

როდრიგესის თქმით, გათავისუფლება, რომელსაც ქვეყნის ოპოზიცია ითხოვდა, მშვიდობის ჟესტია და ქვეყანას პოლიტიკურ სტაბილურობას მოუტანს.

„მთავრობამ, სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად, გადაწყვიტა პატიმრობაში მყოფი ვენესუელელი და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება. ეს პროცესი მალე დაიწყება“, – განაცხადა როდრიგესმა.

მსგავსი