ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნები 22 აპრილს ჩატარდება
ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნები 22 აპრილს ჩატარდება

ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია. მემარცხენე მთავრობასა და ოპოზიციურ კოალიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ არჩევნების დღედ 22 აპრილი დასახელდა.

ვენესუელას სამთავრობო უმრავლესობაში მყოფი სოციალისტები მანამდეც აცხადებდნენ, რომ ხმის მიცემის ცერემონია აპრილის ბოლომდე დაინიშნებოდა. არჩევნებში მონაწილეობას ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადუროც იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ნეგატიური განწყობა მატულობს და ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია, რაშიც მოსახლეობა ბრალს პრეზიდენტს სდებს.

55 წლის მადურო, რომელიც წარსულში ავტობუსის მძღოლად მუშაობდა, 2013 წლიდან ქვეყნის ლიდერია. მოლაპარაკებების დროს ოპოზიციური კოალიცია მისგან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა. მადურომ კი მათ აშშ-დან მართულები უწოდა.

დატოვე კომენტარი