ვენესუელას სამხედრო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელ უგო კარვახალს პატიმრობა შეუფარდეს
ვენესუელას სამხედრო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელ უგო კარვახალს პატიმრობა შეუფარდეს

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ვენესუელას სამხედრო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელ უგო კარვახალს პატიმრობა შეუფარდა.

59 წლის გენერალი ესპანეთის პოლიციამ 12 აპრილს აშშ-ის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს. აშშ მას 2011 წელს კოკაინის კონტრაბანდაში ადანაშაულებს. ესპანეთში გამართული სასამართლო სხდომისას სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნარკოტიკის კონტრაბანდასთან და კოლუმბიელ ამბოხებულთა დაჯგუფება „ფარკთან“ რაიმე კავშირს უარყოფდა.

აშშ-მა ესპანეთში უგო კარვახალის ექსტრადირების მოთხოვნა გაუგზავნა. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ მას გააჩნია ღირებული ინფორმაცია ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებით. 2019 წელს ვენესუელას სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მადუროს კრიტიკით გამოვიდა და დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ვენესუელა უკვე რამდენიმე თვეა, მწვავე პოლიტიკურ კრიზისშია. ნიკოლას მადუროს მეორე ვადით ინაუგურაციის შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 22 იანვარს ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.