ვენესუელის საარჩევნო საბჭოს შედეგების მიხედვით, არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა

12:21, 29.07.2024

ვენესუელის საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა.

ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა, ელვის ამოროსომ, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეა, თქვა, რომ ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ პრეზიდენტმა მადურომ ხმების 51% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა კი – 44%.

ვენესუელის ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათი მტკიცებით, არჩევენბში ოპოზიციურმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა 70%-ით.

ვენესუელაში არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სკეპტიციზმი გამოთქვა. მისი თქმით, გამოცხადებული შედეგი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას.

მსგავსი