ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მოხალისეებს მოუწოდებს ჩაერთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოცდაში
ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მოხალისეებს მოუწოდებს ჩაერთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოცდაში

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მოხალისეებს მოუწოდებს ჩაერთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოცდაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინა 11 აგვისტოს დაარეგისტრირა, თუმცა ვაქცინას საჭირო ცდები ბოლომდე არ გაუვლია, რის გამოც სპეციალისტებს მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

„უახლოეს დღეებში მოხალისეებს ვაქცინის გაკეთებას ვთხოვთ“, – განაცხადა მადურომ.

ამასთან, ვენესუელას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი ხელახლა ამოქმედდება.

ვენესუელაში ოფიციალურად რეგისტრირებულია კორონავირუსის 50 000-მდე შემთხვევა. ხელისუფლების ცნობით, გარდაიცვალა 381 პაციენტი, თუმცა სპეციალისტები შიშობენ, რომ რეალურად ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია.