ვენესუელას ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია არ სურს
ვენესუელას ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია არ სურს

ვენესუელას ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია არ სურს – ამის შესახებ ვენესუელაში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს სთორმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჯეიმს სთორის თქმით, ვაშინგტონს არსებული კრიზისის მშვიდობიანი, პოლიტიკური და დემოკრატიული მოგვარება სურს და არა საერთაშორისო საზოგადოების სამხედრო ჩარევა.

ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მოკავშირეების მხრიდან უკვე განხორციელდა სამხედრო ინტერვენცია, რადგან ქვეყანაში რუსი და კუბელი სამხედრო ოფიცრები იმყოფებიან. აშშ ვენესუელის პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს მიიჩნევს.