ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის მეუღლე - მადურო მონსტრი და დიქტატორია
ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის მეუღლე - მადურო მონსტრი და დიქტატორია

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის მეუღლე ფაბიანა როსალესი აცხადებს, რომ ნიკოლას მადურო დიქტატორი და მონსტრია. ასე გამოეხმაურა 26 წლის ჟურნალისტი და აქტივისტი, ვენესუელას მთავრობის მიერ ხუან გუაიდოს ადმინისტრციის უფროსის დაკავებას.

„ჩვენ ვიცით, ვის ვუპირისპირდებით. ვიცით, როგორი მონსტრი და დიქტატორია მადურო. მუდმივად გვითვალთვალებენ. მეც და ჩემი ოჯახის წევრებმაც არაერთი მუქარა მივიღეთ. გვემუქრებიან ციხით ან მოკვლით. მადურო და მისი მომხრეები ვერ ხვდებიან, რომ ეს არ შეგვაჩერებს და ჩვენ არ გავტყდებით“,- განაცხადა ფაბიანა როსალესმა.

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის და დორებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს ადმინისტრაციის უფროსს პოლიტიკოსების წინააღმდეგ თავდასხმების მომზადებაში დასდეს ბრალი.

გუაიდოს განცხადებით, ის ელოდება, რომ მადუროს ხელისუფლება მის კიდევ არაერთ მომხრეს დააკავებს.

დატოვე კომენტარი