ვენესუელას დამოუკიდებლობის დღეს ნიკოლას მადურომ და ხუან გუაიდომ ორი პარალელური ღონისძიება გამართეს
ვენესუელას დამოუკიდებლობის დღეს ნიკოლას მადურომ და ხუან გუაიდომ ორი პარალელური ღონისძიება გამართეს

ვენესუელას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიკოლას მადურომ და ხუან გუაიდომ ორი პარალელური ღონისძიება გამართეს.

დედაქალაქ კარაკასში ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ყველა მხარე გარკვეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს, რათა საბოლოო ჯამში შეთანხმებას მიაღწიონ.

კარაკასშივე ოპოზიციონერმა, ხუან გუაიდომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელსაც ასობით ადამიანი დაესწრო. სიტყვით გამოსვლის დროს გუაიდომ ნიკოლას მადუროს დიქტატორი უწოდა და მოსახლეობას მის წინააღმდეგ ამხედრებისკენ მოუწოდა.

ხუან გუაიდომ აღნიშნა, რომ გაერო-ს ანგარიშებში ვენესუელაში ადამიანის უფლებების მუდმივი უხეში დარღვევა და რეპრესიები არის ასახულ, სწორედ ამიტომ, ნიკოლას მადუროს მმართველობას მხოლოდ დიქტატურა შეიძლება ეწოდოს.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო, ოპოზიციონერმა, ხუან გუაიდომ კი, თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამის შემდეგ ნიკოლას მადურომ მის წინააღმდეგ ამბოხის მომზადების შესახებ არაერთხელ განაცხადა.