ვენესუელას ციხეში არეულობის დროს 46 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა
ვენესუელას ციხეში არეულობის დროს 46 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა

ვენესუელაში, ციხეში ბუნტის დროს სულ მცირე 46 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ციხეში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პატიმრების ოჯახის წევრებმა ციხეში საკვები პროდუქტები მიიტანეს, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მათ შეტანის უფლება არ მისცა.

ქვეყნის პენიტენციური სამსახურის უფროსი ირის ვარელა აცხადებს, რომ ინციდენტი ციხიდან პატიმართა გაქცევის მცდელობას მოჰყვა. მისი ინფორმაციით, არეულობის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი დაიჭრა.