კოლუმბიის მიგრაციული სამსახურის ინფორმაციით, ვენესუელადან მეზობელ კოლუმბიაში 270 სამხედრო და სამართალდამცველი გაიქცა. კოლუმბიური მხარის განცხადებით, ისინი ნიკოლას მადუროს დიქტატურას გაექცნენ და კოლუმბიას დაცვასა და დახმარებას სთხოვენ.
ნიკოლას მადუროს განკარგულებით, ვენესუელამ ბრაზილიასთან და კოლუმბიასთან საზღვრები დაკეტა და შეიარაღებულ ძალებს დაავალა, ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთი არ შემოუშვას.
გასულ კვირას სამხედროებსა და მოქალაქეებს შორის ბრაზილიის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა, კოლუმბიის საზღვარზე კი, ასობით ადამიანი დაშავდა.
თავად ნიკოლას მადურომ აშშ სამხრეთ ამერიკაში ომის გაჩაღების მცდელობაში დაადანაშაულა.