ვენესუელა აცხადებს, რომ კარიბის ზღვაში აშშ-ის სამხედრო გემებისა და ჯარების განლაგების საპასუხოდ, სამხედრო პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის „მასობრივ მობილიზაციას“ იწყებს
ვენესუელა აცხადებს, რომ კარიბის ზღვაში აშშ-ის სამხედრო გემებისა და ჯარების განლაგების საპასუხოდ, სამხედრო პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის „მასობრივ მობილიზაციას“ იწყებს

ვენესუელა აცხადებს, რომ, კარიბის ზღვაში აშშ-ის სამხედრო გემებისა და ჯარების განლაგების საპასუხოდ, სამხედრო პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის „მასობრივ მობილიზაციას“ იწყებს.

ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმერ პადრინო ლოპესმა განაცხადა, რომ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სარეზერვო ძალები წვრთნებს ჩაატარებენ. ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ის მხრიდან „იმპერიალისტური საფრთხის“ საპასუხო მოქმედება უწოდა.

პადრინო ლოპესმა განაცხადა, რომ წვრთნების მიზანია „სარდლობის, კონტროლისა და კომუნიკაციების ოპტიმიზაცია“ და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა.

11 ნოემბერს აშშ-ის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი – ამერიკის უდიდესი სამხედრო ხომალდი – აშშ-ის სამხრეთ სარდლობის ოპერაციების არეალში ჩავიდა, რომელიც ლათინური ამერიკის უმეტეს ნაწილს მოიცავს.

„ფორდის“ თანმხლები დამრტყმელი ჯგუფი ცხრა საჰაერო ესკადრილიას, ორ „არლი ბურკის“ კლასის მართვადი რაკეტების გამანადგურებელს, USS Bainbridge-ს და USS Mahan-ს, ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სამეთაურო გემს, USS Winston S. Churchill-სა და 4 000-ზე მეტ მეზღვაურს მოიცავს.