ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმისთვის „ოქროს ლომი“ ჯიმ ჯარმუშის კინოსურათმა მიიღო
ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმისთვის „ოქროს ლომი“ ჯიმ ჯარმუშის კინოსურათმა მიიღო

ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმისთვის „ოქროს ლომი“ ჯიმ ჯარმუშის კინოსურათმა – „Father Mother Sister Brother“-მა მიიღო. ჯარმუშის ფილმი-ტრიპტიხი სამი სხვადასხვა ოჯახის დინამიკას აღწერს.

საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის ლომი“ ბენი საფდიმ მიიღო ფილმისთვის „The Smashing Machine“, ხოლო ღაზiს შესახებ გადაღებულმა დრამამ „The Voice of Hind Rajab“ დიდი ჟიურის პრიზი მოიპოვა.

წელს კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო რეჟისორი ალექსანდერ პეინი. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ოსკარზე ნომინირებული ბრაზილიელი მსახიობი და მწერალი ფერნანდა ტორესი, ცნობილი ირანელი რეჟისორი მოჰამედ რასულოფი, კანის „ოქროს პალმის რტოს“ გამარჯვებული რუმინელი რეჟისორი-პროდიუსერი კრისტიან მუნჯიუ, ფრანგი რეჟისორი სტეფან ბრიზე, იტალიელი რეჟისორი მაურა დელპერო და ჩინელი მსახიობი და პროდიუსერი ჟაო ტაო.

საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს ვალერი დონზელი და ჟილ მარშანი ფილმისთვის „À pied d’œuvre“.

საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ჯილდო მიიღო შინ ჟილეიმ, ფილმ „The Sun Rises on Us All“-ში შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი გახდა ტონი სერვილო როლისთვის ფილმში „La Grazia“.