ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პავილიონი დღეს გაიხსნება
ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პავილიონი დღეს გაიხსნება

ვენეციის 58-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე ქართული ეროვნული პავილიონი ოფიციალურად დღეს გაიხსნება.

ღონისძიება „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ცერემონიას „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი და ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი – ანა რიაბოშენკო, იტალიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კონსტანტინე სურგულაძე და ეროვნული პავილიონის კურატორი მარგო ნორტონი გაუძღვებიან.

ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართულ პავილიონს წარმოადგენს ნიუ იორკსა და ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანის, ანნა კ.ე.-ს ნამუშევარი.